ტექნოლოგია Duolite QS


ტექნოლოგია Duolite QS

ტექნოლოგია Duolite QS
მოცულობა.: 0
სტატუსი: გაყიდვაშია

ლაზერული სისტემა Q-Switch Nd: YAG ლაზერის ბაზაზე შავი, ლურჯი და წითელი ფერების ტატუირებების მოსაცილებლად.
Duolite QS – ესაა ახალი ლაზერული სისტემა, რომელიც სპეციალურად იქნა შემუშავებული კომპანიის „DEKA“-ს მიერ ტატუირებებისა და ღრმად განლაგებული პიგმენტური წარმონაქმნების მოსაცილებლად. ესაა მოკლეიმპულსიანი ნეოდიმის ლაზერი (Q-Switched Nd:YAG), რომელსაც შეუძლია ტალღების 2 სხვა სიგრძის - 1064 и 532 ნმ. გამოსხივება. მოცემული ტექნოლოგიის ძირითადი თვისება მდგომარეობს იმაში, რომ ლაზერი ახდენს უმძლავრესი იმპულსის გენერირებას მეტისმეტად ხანმოკლე დროის შუალედში. ამ დახასიათების წყალობით, და სელექციური ფოტოთერმოლიზის თეორიის შესაბამისად, აპარატი Duolite QS-ის მეშვეობით ხორციელდება უსაფრთხო და ეფექტური ზემოქმედება სხვადასხვა ფერების ტატუირებზე, ასევე ღრმა პიგმენტურ ახალწარმონაქმნებზე, კანის მუქი ფოტოტიპის მქონე პაციენტებშიც კი.
კოსმეტოლოგიური ლაზერი Duolite QS შეიძლება გამოყენებული იქნას პროფესიონალური, სამოყვარულო, კოსმეტიკური და ტრავმული ტატუირებების მოსაცილებლად. ტატუირებებში წარმოდგენილი სხვადასხვა ფერები შეიძლება სხვადასხვაგვარად რეაგირებდეს ლაზერულ ზემოქმედებაზე. როდესაც ტატუირებები შავია ან ლურჯი - საუკეთესო შედეგები მიიღწევა 1064 ნმ ტალღის სიგრძის ზემოქმედევის მეშვეობით. სხვა ფერების ტატუირებები (განსაკუთრებით, წითელი) ექვემდებარება დათრგუნვას ლაზერის მწვანე შუქის მეშვეობით ტალღის სიგრძით 532 ნმ. იგივე სურათია პიგმენტურ ახალწარმონაქმნებში: ეპიდერმული ახალწარმონაქმნები (ჭორფლი, პიგმენტური ლაქები და ა.შ.) შეიძლება მოცილებული იქნას ლაზერით ტალღის სიგრძით 532 ნმ; დერმალური ახალწარმონაქმნები განლაგებულია უფრო ღრმად, ამიტომ საჭიროა ტალღის სიგრძე, რომელიც უფრო ღრმად აღწევს კანში, ე.ი. 1064 ნმ.
პროცედურების რაოდენობა შეიძლება ვარირებდეს ტატუირების ტიპის, მისი ფერის, სიღრმის და პიგმენტის სიმკვრივის, პაციენტის ანატომიური განლაგების, ასაკის და ტატუირების ვადის შესაბამისად. სამოყვარულო ტატუირებები როგორც წესი უფრო ადვილი მოსაცილებელია და ქრება 1-4 პროცედურაში პროცედურებს შორის 4-კვირიანი ინტერვალით. სესიების პროფესუიონალური ტატუირებების მოსაცილებლად უფრო მეტი დროა საჭირო - დაახლოებით 6-10 პროცედურა პროცედურებს შორის 6-8 კვირიანი ინტერვალით. ხშირ შემთხვევებში ტატუირებები მთლიანად ქრება. მაგრამ ასეთი შედეგი არ მიიღწევა ყოველთვის პიგმენტის სხვადასხვაგვარობის და სხვადასხვა მახასიათებლების გამო, მიუხედავად ამისა, ასეთ შემთხვებებშიც კი, აღინიშნება ინტენსიური გაუფერულების ეფექტი. 
გამოყენების დარგი: image008.jpgimage009.jpg
ტატუირებების მოცილება
პიგმენტური ლაქების მოცილება

 

By Iberia Stars Production
© 2013
სილამაზის სალონების ქსელი
natali.ge