გლობალური დაცვა მზისგან
მზის საუკეთესო ნაწილი შენს კანზე
Golden Caresse Germaine de Capuccini-ს სოლარული კოსმეტიკის უკანასკნელი ინოვაციაა; ის საშუალებას გაძლევთ, კანის სილამაზე და სიჯანსაღე შეინარჩუნოთ და არც მზის აბაზანების სიამოვნება მოიკლოთ; მულტი-დამცავ აქტიურ ინგრედიენტთა რევოლუციური ერთობლიობა კანის დაბერების საწინააღმდეგო უნივერსალურ დაცვას უზრუნველყოფს. ინოვაციური ტექსტურები, დელიკატური და გამომაცოცხლებელი არომატები ციტრუსის ნატიფი სურნელის კვალით და კომფორტაბელური ფორმატები, რომლებიც აადვილებს და სასიამოვნოს ხდის პროდუქტების გამოყენებას. Golden Caresse გთავაზობთ მზის აბაზანების შემდეგ მოსახმარ პროდუქტებს, რომლებიც აწყნარებს, აღადგენს და ატენიანებს კანს.