ტექნოლოგია Synchro
ტექნოლოგია Synchro
ნეოდიმის ლაზერი ეპილაციისთვის და სისხლძარღვოვანი პათოლოგიების აღმოსაფხვრელად
სისტემა Synchro FT, რომელიც გამოსხივების წყაროს სახით იყენებს ნეოდიმის ლაზერს Nd:YAG ტალღის სიგრძით 1064 ნმ, გამოიყენება სისხლძარღვოვანი პათოლოგიების აღმოსაფხვრელად, ლაზერული ეპილაციისთვის, ასევე ფოტოეპილაციისა და ფოტოგაახალგაზრდავებისთვის დამატებითი (მოდულური) ფოტონაცმის მიერთებისას.
მძლავრი ლაზერი (Nd:YAG, 1064 ნმ) საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ ეპილაცია კანის ნებისმიერ ფოტოტიპზე, მათ შორის გარუჯულ კანზე. ნეოდიმის ლაზერული ეპილაციის მეთოდიკა მდგომარეობს ლაზერის სელექციურ ზემოქმედებაში გემოგლობასა და ოქსიგემოგლობინზე, რომელიც შლის თმის ფოლიკულის სისხლძარღვოვან შემდგენს, რაც იწვევს თმების კვდომას დასამუშავებელ ზონაზე. Nd:YAG ლაზერის უპირატესობა - მაღალი შედეგების მიღების შესაძლებლობა და ეფექტური ზემოქმედება მუქი ფერის, მუქი წითელი, ჭაღარა, ღია ფერის და ღინღლის თმაზე.
Nd:YAG ლაზერის გამოყენების დარგები
დამატებითი აღჭურვილობის წყალობით სისტემა Synchro FT შეიძლება გამოყენებული იქნას შემდეგი კოსმეტოლოგიური პროცედურების ეფექტური ჩატარებისთვის:
ლაზერული და ფოტოეპილაცია. ორივე მეთოდიკა წარმოადგენს ერთ პროცესს: თმის ფოლიკულის დაშლა სხვადასხვა სპექტრის ლაზერული გამოსხივების ხარჯზე. პირველ შემთხვევაში გამოიყენება ლაზერის სხივი ტალღის სიგრძით 1064 ნმ. მეორე შემთხვევაში გამოიყენება მთლიანი ფოტოსისტემა, რომელიც ასხივებს სინათლის ტალღებს სხვადასხვა სპექტრალური დიაპაზონით;
სისხლძარღვოვანი პათოლოგიების აღმოფხვრა. ვენური და არტერიალური წარმონაქმნების ლაზერით დამუშავება იწვევს ინტრავასკულარული კოაგულაციის ეფექტს, რომელიც ხელს უწყობს სისხძარღვების „დალუქვას“ (კოაგულაციას) შიგნიდან. ნეოდიმის გრძელიმპულსიანი სხივის მეშვეობით თქვენ მოახდენთ ღრმად განლაგებული პათოლოგიების სამუდამოდ აღმოფხვრას, მათი დიამეტრისა და ფერის მიუხედავად;
კანის ლაზერული არააბლატიური გაახალგაზრდავება. ლაზერის ნეოდიმის სხივი ზემოქმედებას ახდენს კანის ღრმა ფენებზე. ამით ის ასტიმულირებს ძველი ბოჭკოების ჩანაცვლებას ახალი კოლაგენურ-ელასტინური კარკასით. ამის შედეგად აქტივიზირდება ადგილობრივი იმუნიტეტი, უმჯობესდება ფიბრობლასტების მუშაობა, რაც იწვევს სახის კანის, დეკოლტეს ზონის, კისრის, ხელების მტევნების და სხვ. კანის გაახალგაზრდავებას;
აკნეს თერაპია. ნეოდიმური ლაზერული სხივი ახდენს ბაქტერიციდულ ეფექტს და ამცირებს ქონის ჯირკვლების ანთებას განვითარების ნებისმიერ ეტაპზე. ლაზერის ზემოქმედება პათოგენური მიკროფლორის (გამომწვევის) ცილოვანი გარსის დაშლას ეფუძნება, რის შედეგადაც ხორციელდება კერების სტერილიზაცია და დაავადების გარეგანი და შინაგანი გამოვლინებების სრული აღმოფხვრა.