შენი სხეული იდეალურია


შენი სხეული იდეალურია

მოცულობა.: 0
სტატუსი: გაყიდვაშია

შენი სხეული იდეალურია

ახალგაზრდულობის შესანარჩუნებლად სხეულს ყოველდღიური მოვლა სჭირდება. ამისთვის Germaine de Capuccini გთავაზობთ სხეულის მოვლის საშუალებათა ხაზს “სრულყოფილ ფორმებს”, რომელიც მოიცავს სპეციფიკურ პროდუქტებს კანის ნებისმიერი საჭიროებისათვის, იქნება ეს ჰიდრატაცია, ჰიგიენური მოთხოვნები, კანის გამკვრივება თუ სხვა. იამაყეთ თქვენი სხეულის სილამაზით.

 

კანის სიმკვრივე და ახალგაზრდულობა

კანის გამამკვრივებელი საცხი ყავით სხეულის სილუეტის სრულყოფისათვის: ამკვრივებს კანს, შლის ცხიმს და ცვლის სხეულის სილუეტს; ხელს უწყობს ცხიმის განდევნას, სითხისა და ტოქსინების დრენაჟს.

 

სხეულის ჰიდრატაცია და კვება

ღრმა კვება (მოპოვებული აქვს 2009 წლის ვოგის სილამაზის პრიზი): ექსკლუზიური ფორმულა, რომელიც ინტენსიურად კვებავს ყველაზე ძლიერად გამომშრალ, დაზიანებულ კანსაც კი, განსაკუთრებით, ყველაზე მშრალ უბნებში: იდაყვების, მუხლებისა და ქუსლების არეში.

ღრმა კვება ექსტრა-კომფორტი საგანგებო ხელის საცხი: გამდიდრებული ხელის საცხი კვებავს და აღადგენს ძალზე გამომშრალ, დაზიანებულ ხელის კანს და იმავდროულად, უვლის ფრჩხილებსა და კუტიკულებს.

HYDRA SUNTOUCH სხეულის მატენიანებელი რძე პროგრესირებადი რუჯისათვის: უზრუნველყოფს ლამაზ, ბუნებრივ რუჯს, რომლის ინტენსივობა ყოველი მოხმარების შემდეგ იზრდება; შესანიშნავ სიგლუვეს ანიჭებს კანს.

სხეულის ნუტრივიტალური გამდიდრებული მკვებავი რძე აბრეშუმისებური ტექსტურით: ინტენსიურად კვებავს, ღრმად ატენიანებს და გამოაცოცხლებს კანს.

კარიტეს მატენიანებელი ლოსიონი: შეიცავს კარიტეს ცხიმს, ელასტიკურობას, სიგლუვეს ანიჭებს და ატენიანებს კანს; შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვის ნატიფი კანისთვისაც.

 

 

სრულყოფილი სილუეტი

სხეულის მოვლის საშუალება ტანადი “სკულპტურირებული” სილუეტისათვის: ინოვაციური ანტიცელულიტური გელი-საცხი შეიცავს ექსკლუზიურ 3DFitAction კომპლექსს, რომელიც ულტრაბგერის სამედიცინო-ესთეტიკური ტექნოლოგიის შთაგონებით შეიქმნა; ოპტიმალური შედეგის მისაღებად, რეკომენდებულია მისი გამოყენება გამოკვეთილი სილუეტთან ერთად.

გამოკვეთილი სილუეტი – სხეულის მასაჟორი ულტრაბგერებით (მოპოვებული აქვს ვოგის სილამაზის პრიზი 2010): მასაჟორი შინაური მოხმარებისათვის – მაღალი ტექნოლოგიის კოსმეტიკური ხელსაწყო ცელულიტთან საბრძოლველად; აუმჯობესებს მიკრო- ცირკულაციას, ხელს უწყობს იმ ანტიცელულიტური პროდუქტების აქტიური ინგრედიენტების შეღწევას კანში, რომლებიც კონდუქტორად გამოიყენება (სხეულის მოვლის საშუალება ტანადი “სკულპტურირებული” სილუეტისათვის ან SCULPTINTERVENTION)

FIT CONTOUR: ანტი-ცელულიტური საშუალება ეფექტიანად ებრძვის მუცლისა და წელის მიდამოში ასაკობრივი ჰორმონალური ცვლილებების შედეგად დაგროვილ ცხიმს.

S.O.S. LIPOSOLUTION: საგანგებოდ არის შემუშავებული ყველაზე “ჯიუტ” ცელულიტთან საბრძოლველად; შეიცავს ყურძნის ექტრაქტს, რომელიც აქტიურად “წვავს ცხიმებს”;

FITBODYPATCH ინტენსიური მოვლა იდეალური სილუეტისათვის: ინოვაციური ანტი-ცელულიტური აპლიკაციები 8 საათის განმავლობაში უწყვეტად გამოათავისუფლებსაქტიურ ინგრედიენტებს კანის ყველაზე ღრმა შრეებში.

SCULPT INTERVENTION საცხი/გელი სხეულის სიგლუვისათვის: ტექნოლოგიურად ეფუძნება “ლიპო-უკუგანვითარების” ეფექტს და უზრუნველყოფს გლობალურ ანტი-ცელულიტურ ზემოქმედებას; მისი წყალობით ცხიმოვანი ქსოვილი დამხმარე ქსოვილად გადაიქცევა (სიმკვრივე იცვლება); ოპტიმალური შედეგის მისაღებად რეკომენდებულია მისი გამოყენება გამოკვეთილ სილუეტთან ერთად.

 

სტრიები

SM-PEELSOLUTION სტრიების მაკორექტირებელი საცხი: კონცენტრირებული ინგრედიენტების რევოლუციურ სტრუქტურა მასში ინოვაციური “ქერქის მოშორების” ეფექტთან არის კომბინირებული; სტრიები უფერულდება და ზომაში, სიღრმესა და სიგრძეში იკლებს.

 

სპეციფიკური უბნები

ტერფები

 

RESCUE FEET მაკორექტირებელი საცხი მშრალი დადაზიანებული ტერფებისათვის: ატენიანებს, იცავს და არბილებს კანს; თავიდან გვაშორებს ტერფებზე კანის გახეხვას და გაუხეშებას, მათზე წყლულებისა და ნაიარევების წარმოქმნას, ინფექციური პროცესების განვითარებას.

 

ხელები

 

AGELESS HANDS მატენიანებელი საცხი ხელების ახალგაზრდული იერისათვის: ექსკლუზიური ინტენსიური ფორმულა, რომელიც იცავს, აღადგენს და ღრმად ატენიანებს ხელის კანს; აძლიერებს ფრჩხილების შიდა სტრუქტურას.

ხელის საცხი: ატენიანებს და სიგლუვეს ანიჭებს კანს; იცავს გარემოს დამაზიანებელი ფაქტორებისაგან; უცხიმო ტექსტურა ადვილად შეიწოვება კანში.

 

მკერდი

მკერდის გამოცოცხლება/ლიფთინგ მკერდის გამკვრივების საშუალება: აბრეშუმისებური ნაზი ტექსტურის მქონე საცხი, რომელსაც სამმაგი მოქმედება აქვს: მოცულობისპ როგრესირებადი ბუნებრივი ზრდის ეფექტი, ეპიდერმისი სგამკვრივება და დეტოქსიფიკაცია.

 

ფეხები

FREEDOM LEGS გელი სპრეის სახით ფეხების გამოსაცოცხლებლად და შესამსუბუქებლად: ათავისუფლებს, ამსუბუქებს ფეხებს, გამოაცოცხლებს და კომფორტის შეგრძნებას ანიჭებს. სწრაფად აბსორბირდება კანში.

 

დამატებითი ეფექტები

საშხაპე გელი: ძალზე სასიამოვნო გელი ზედაპირული აქტიური აგენტებით, რომლებიც ნაზად ზემოქმედებს კანზე და დელიკატურ კანსაც კი არ აღიზიანებს; აქვს მატონიზირებელი არომატი.

საშხაპე სკრაბი - სხეულის ექსფოლიატორული შაქარი: უზრუნველყოფს სხეულის ინოვაციურ ექსფოლიაციას შაქრის კრისტალების მეშვეობით; ღრმად წმენდს კანს და მაქსიმალურად დამზოგველად ზემოქმედებს მგრძნობიარე კანზე.

 

დეოდორანტები

FRESHDEOACTIVE დეოდორანტი სპრეი ალკოჰოლის გარეშე: დეოდორანტი, ანტიპერსპირანტი, შეიცავს საგანგებო ინგრედიენტებს, რომელთა წყალობით არტოვებს ტანისამოსზე სველ უბნებსა და ლაქებს; ეფექტიანად აკონტროლებს ოფლის გამოყოფას.

დეოდორანტი გელი: ხანგრძლივად მოქმედი დეოდორანტი და ანტიპერსპირანტი მსუბუქი ტექსტურითა და მოსახერხებელი აპლიკატორით.

By Iberia Stars Production
© 2013
სილამაზის სალონების ქსელი
natali.ge