Suntachi


Suntachi

„სანტაჩის „ პროდუქციით დაინტერესებულ ყველა პირს შეუძლია დარეკოს ჩვენს ოფისში მოსკოვში და დაპატიჟოს მენეჯერი  თავის სალონში  მაკრატლის პრეზენტაციისთვის. მენეჯერის ვიზიტი უფასოა. შეგიძლიათ ასევე დარეკოთ თუ გსურთ რაიმის შეძენა.

კომპანია „Profit” არის  „სანტაჩის“ ექსკლუზიური წარმომადგენელი რუსეთში.

კომპანიის შესახებ

ახალგაზრდა და კრეატიული კომპანია A-TECH დაარსდა 1966 წელს. მთელს მსოფლიოში ის ცნობილია Suntachi ბრენდის სახით (სანტაჩი - მზესთან შეხება). ცენტრალური ოფისი და წარმოება განლაგებულია ქალაქ ინჩონში, სამხრეთ კორეაში. დიზაინის და პროექტირების განყოფილებაში მომუშავე მრავალრიცხოვანი პერსონალი ქმნის ინსტრუმენტს ითვალისწინებს რა ადამიანის ანატომიის თავისებურებებს, პრაქტიკულ რეკომენდაციებს და თანამედროვე ტენდენციებს სალონური სამყაროს მოდის შექმნაში. 30 წელზე მეტი გამოცდილების მქონე ოსტატები ქმნიან კომპანიაში მაღალი კლასის ინსტრუმენტს მთელი მსოფლიოს თმის სტილისტებისთვის. სანტაჩის პროდუქცია ექსპორტირდება ევროპის, აზიის, ამერიკის, ავსტრალიის, რუსეთის ქვეყნებში. ამჟამად კომპანია ქმნის ახალ ბრენდს, რომლის პროდუქცია უკვე იკავებს პრემიუმ კლასის პოზიციას - ეს არი სერია Akitz.

2006 წელს კომპანიამ მიიღო სტანდარტიზაციის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 14001.

მასალების შესახებ

კომპანია მუდმივად ადევნებს თვალყურს  თავისი პროდუქციის ხარისხს.  მეტალის დამუშვების ტექნოლოგია სანტაჩის მაკრატლის წარმოებაში არაფრით განსხვავდება  იაპონელი წარმოებების ტექნოლოგიებისაგან ამ სფეროში,   მიუხედავად ამისა  კომპანია არ დგას ერთ ადგილას, ის აქტიურად ნერგავს წარმოებაში მეტალის დამუშავების ახალ ტექნოლოგიებს და მეთოდებს. ბოლო დროს ნანო ტექნოლოგიები აქტიურად გამოიყენება სანტაჩის მაკრატლის წარმოებაში.

სანტაჩის და აკიტზის  მაკრატლის დამზადებისთვის გამოყენებული მთელი მეტალი ჩამოისხმება იაპონიის საყოველთაოდ ცნობილ კონცერნ Hitachi-ში.

სტილისტების მაკრატელს ამზადებენ ლეგირებული მეტალისგან შემდეგი მარკირებით: 420A, 440C, V1, VG10, ATS-314. ისინი შეიცავს ისეთ მეტალებს როგორიცაა კობალტი, ვანადიუმი, მოლიბდენი, ვოლფრამი - რაც იძლევა  მაღალი სიმკვრივის ფოლადს. ასეთი ფოლადისგან დამზადებულ მაკრატელს შეიძლება გაუკეთდეს მჭრელი პირის საჭირო კუთხე თმის იდეალური ჭრისთვის, ეს ფოლადი უფრო ნელა ცვდება, ანუ დიდხანს ინარჩუნებს ბასრ პირს და არ საჭიროებს გამართვას.  ასეთი პარამეტრების მქონე მაკრატლის გამოყენება ნაკლებად აზიანებს თმის სტრუქტურას შეჭრის დროს (თმა არ იყოფა) - ეს თვისება მეტად მნიშვნელოვანია როგორც პროფესიონალი სტილისტებისთვის ისე მათი კლიენტებისთვის. 

 

By Iberia Stars Production
© 2013
სილამაზის სალონების ქსელი
natali.ge